Thursday, May 17, 2012

პარიზი
პარიზი (ფრანგ. Paris [paˈʁi] პაღი) — საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმინისტრაციული ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად ”სინათლის ქალაქი” (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.

მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (30 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.

პარიზი

რუკა


View Larger Map